Thursday, November 11, 2010

ლექსები კახეთზე

გომბორის მთვარე დაიფშვნა, მაგრამ
მაინც აქამდე თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს ძმებო, ჩვენს სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ცეცხლის გუჯარმა
ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.
და სართიჭალის მეთარე საქო
ჩვენთვის აკაკი მღერის “სულიკოს”
ჩვენც ხო იმისთვის გვყოლია სატრფო
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.
აშუღმა თავის თქვა აშულური
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოთ ენა დაგვება.
მელიტა, ნინო, რძალი ზენარი –
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხელიდან სამოთხე ვნახეთ.
დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორის მთვარე
და გორგასალი ხმალით გადასწევს.

ტ. ტაბიძე


ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.

ანა კალანდაძე

ცივ-გომბორიდან სიმღერით

სიცოცხლის გადასახედი

მოსჩანს იისფერ ნისლებში

კახეთი, ჩემი კახეთი.

ღრუბლებში ამაღლებული

დგას ალავერდის ტაძარი,

ფიქრივით მიმოფანტულა

ნანგრევები და ნაცარი

იყალთოს დიდი ტაძრისა,

იყალთოს სიბრძნის ტაძრისა

რომლის სხივებმა წინაპარს

გზა მწუხრში გაუნათლისა.

ცივ-გომბორიდან სიმღერით

სიცოცხლის გადასახედი,

კახეთი ტკბილი კახეთი.

ი. ნონეშვილი

ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა,
სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი.
მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ,
მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!

რა ლამაზია ეგ დასაწვავი,
რა უშფოთველი და სამოთხური...
შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული,
აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი,
ცა - დაკეტილი მთების სარაზით...

და მაშ, რა არი აქ გასაკვირი,
რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით!

მიხეილ ქვლივიძე

კახური სამზარეულო

სამზარეულო

საქართველოს ყოველ მხარეს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული.
მწვადი - წალამზე (ვაზის ხმელი ტოტების ნაკვერჩხალი) შემწვარი ღორის, ხბოს, ან ბატკნის ხორცი; დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე - შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ჯოხებს გამოიყენებენ. წალამი და თხილის შამფური კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ხშირად ხორცს შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალურად დამზადებულ მარინადში აჩერებენ. ამგვარი წესით დამზადებულ მწვადს ბასტურმას უწოდებენ. მწვადს თან ახლავს პომიდვრის წვენისაგან დამზადებული საწებელი ან ტრადიციული ქართული სოუსი - ტყემალი, რომელსაც ტყემლის ან ღოღნაშოს ნაყოფისგან ამზადებენ. მწვადთან, როგორც წესი, წითელი ღვინო ისმევა.
ხინკალი - თხელი ცომის ფირფიტებში გახვეული საქონლისა და ღორის ხორცის შერეული ფარში. იხარშება მარილიან წყალში ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. ხინკალი მთიელთა კერძად ითვლება, თუმცა იგი ბარის მოსახლეობაშიც არანაკლებ პოპულარულია. მთაში მას ცხვრის დაკეპილი ხორცისაგან ამზადებენ. მთაში ხინკალს ყველა დღესასწაულზე ამზადებენ. საუკეთესოდ ის ხინკალი ითვლება, რომელის ცომსაც უფრო მეტი ნაკეცი - "ნაოჭი" აქვს. ხინკალს, როგორც წესი, ლუდს აყოლებენ.
ჩაქაფული - ტყემალში, ტარხუნასა და სხვადასხვა მწვანილში ჩათუშული ხბოს ან ბატკნის
ხორცი, შეზავებული თეთრი ღვინით.
ხაშლამა - ახლადდაკლული საქონლის მოხარშული ხორცი.
კახეთში ძალზე პოპულარულია თუშური, გუდაში (ცხვრის საგანგებოდ გამოყვანილი ტყავისაგან დამზადებული ტომარა) გამოყვანილი ცხვრის ყველი - გუდის ყველი, მას ძირითადად მწყემსები ამზადებენ.შოთის პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში - თონეში გამომცხვარი პური. თონე - თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული, ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელი; თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.
კახეთში მრავლად არის ბოსტნეული, მწვანილი და სეზონური ხილი.

ძალზე პოპულარულია ყურძნის წვენისაგან დამზადებული დესერტი - ფელამუში და ჩურჩხელა.
ჩურჩხელას, ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს - რთველზე ამზადებენ. ყურძნის წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, როდესაც იგი საჭირო კონსისტენციას აღწევს, ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ამის შემდეგ ჩურჩხელა იკიდება და ორი კვირის განმავლობაში შრება.
ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ცნობილია, რომ მას ხშირად მეომრებსა და მწყემსებს ატანდნენ საგზლად.
დღესასწაულები


ფიროსმანობა

დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული "ფიროსმანობა" ყოველწლიურად ოქტომბრის თვის მესამე შაბათს, მის მშობლიურ სოფელში - მირზაანში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება.

მუზეუმის ტერიტორიაზეა თავად მხატვრის მიერ აგებული სახლი, სადაც ფიროსმანის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის ტილოების ექსპოზიცია, დაცულია მისი პირადი ნივთები. სახალხო ზეიმზე თავს იყრიან ხელოვნების მოყვარულები; ეწყობა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

იმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ფოკლორული კოლექტივები. ადგილზე მზადდება ჩურჩხელები, იხარშება ხინკალი, თონეში ცხვება "დედას პური", შამფურზე იწვება მწვადი.


ილიაობა

ყოველწლიურად დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს - 8 ნოემბერს ყვარელში დიდი სახალხო დღესასწაული იმართება.

ილიას მემორიალურ ეზოში ტრადიციულად ცხვება შოთი პური, იწვება მწვადი, კეთდება თათარა, წისქვილში იფქვება ხორბალი, საწნახელებში მამაპაპური წესით (ფეხით) იწურება რქაწითელი და საფერავი, მარანში გაისმის კახური მრავალჟამიერი, იმართება სპორტული და საზეიმო ღონისძიებები.

20 წლის წინ 1987 წლის 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და მას შემდეგ იგი "წმინდა ილია მართლად" მოიხსენიება.

ქეთევანობა

სახალხო დღესასწაული "ქეთევანობას" სოფელ გრემში ზეიმობენ. კახეთის დედოფალი ქეთევანი ეროვნული პრინციპეპის დამცველი, რწმენისა და სამშობლოსათვის წამებული დედოფალია. იგი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

"ქეთევანობაზე" იმართება საეკლესიო სადღესასწაულო ლიტურღია, სახალხო სეირნობები, ტრადიციული ქართული ეროვნული თამაშობები - ჭიდაობა, ლახტი და ქართული ფოლკლორის კონცერტი.

გრემქალაქობა

ქალაქი გრემი 150 წლის მანძილზე კახეთის დედაქალაქი იყო. დღეს გრემის ტერიტორიაზე უძლიერესი სამონასტრო კომპლექსია განლაგებული, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სახალხო დღესასწაული რელიგიურს შეერწყა და ერთდროულად გრემქალაქობაც არის და მარიამობაც.

ყოველწლიურად 28 აგვისტოს იმართება სახალხო ზეიმი, იმართება ქართული სპორტული ჭიდაობა და ხალხური სიტყვის ზეიმი.


ერეკლეობა

სახალხო დღესასწაული ერეკლეობა ტრადიციულად ყოველი წლის 7 ნოემბერს აღინიშნება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება ფაცხები, თელავის სტუმრებს საშემოდგომო ნობათს სთავაზობენ. ეთნოგრაფიული კუთხეებში, წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფენილი; ღია ცის ქვეშ იმართება თელაველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა. თეატრში იდგმება ამ დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენები; ღვინის კომპანიები აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, ხშირად საეკლესიო გალობების თანხლებით.

მეფე ერეკლე II-ს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. ქვეყანაში შემოიღო სამხედრო სისტემა, მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაანაწილა. თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელებით ქვეყანაში შექმნა კულტურისა და განთლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები: თბილისსა და თელავში დაარსდა სკოლები და სემინარიები, ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი; აშენდა საწარმოები, განახლდა ზარაფხანის მუშაობა.

ერეკლეს სახელს უკავშირდება ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, ხიდების, გზების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება და აღდგენა.
                              ტურიზმი 



საქართველოში ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროსადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა ბიძგი მისცა ტურმიზმის გამოცოცხლებას კახეთის რეგიონშიც. ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად კახეთის რეგიონს აქვს გარკვეული უპირატესობები, როგორიცაა ისტორიული ძეგლების სიმრავლე და ღვინის ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალი. ამასთანავე, კახეთს აქვს არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობები. ეს რეგიონი ცნობილია უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლით, არაჩვეულებრივი ლანდშაფტით და ვაშლოვნის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებით. შესაბამისად, იქმნება ხელსაყრელი პირობები ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის და შესაძლოა, მალე კახეთი მოგვევლინოს ეკო-ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად საქართველოში. ასევე, ვითარდება აგროტურიზმი და ძირითადი აქცენტი ამ სფეროშიც ღვინოზე მოდის.
თუშეთი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია განუმეორებელი ლანდშაფტითა და ბუნებრივი რესურსებით, რომ არაფერი ვთქვათ თუშეთის აღკვეთილზე. ბოლო დროს თუშეთში საკმაოდ გაიზარდა ადგილობრივი სასტუმროების და სასტუმრო-სახლების რიცხვი, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს საქრთველოს სხვა კუთხეებიდან თუ საზღვარგარეთიდან.
ეკოტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ვაშლოვანის ნაკრძალს.
განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ღვინის ტურიზმის პოპულარობის ზრდა.
განსაკუთრებული მდებარეობის, ისტორიული წარსულისა და ღვინის კულტურის გამო კახეთში ღვინის ტურიზმის ცენტრად ქალაქი სიღნაღია მიჩნეული. სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობით სიღნაღის რეაბილიტაციამ და მისი ისტორიული ფასადის აღდგენამ არაჩვეულებრივი იერსახე შესძინა ქალაქს.
შემდგომში მოსალოდნელია ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კარგ წინაპირობას შექმნის უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. თბილისიდან მოკლე ტურების განვითარებისთვის იდელური იქნება სიღნაღის და თელავის ინფრასტრუქტურის შემდგომი რეაბილიტაცია. შესაძლოა, ტურიზმი სოფის მეურნეობასთან ერთად იქცეს კახეთის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროდ.
ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია

კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.

ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.

ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.

ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.



                                მარანი

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.

მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.



                                საწნახელი

 ყურძენი ქვაში ნაკვეთ ან ხისაგან გამოთლილ ნავისებური ფორმის, საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობაბზეა შესაძლებელი.


                                ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;

არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.



                               რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.

ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.



ინ ვინო ვერიტას - წარსულიდან თანამედროვეობამდე

კახეთის არცთუ ისე დიდ ტერიტორიაზე უამრავ მიკროზონას ვხვდებით: მათ შორის - ყვარლის, მანავის, წინანდლის, მუკუზანის და სხვ. კახური ღვინოების სახელწოდება, ძირითადად, ადგილის სახელწოდებიდან მომდინარეობს. საქართველოში არსებული ვაზის მრავალი ჯიშიდან, დღესდღეობით ღვინის მრეწველობაში ძირითადად რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშები გამოიყენება; ვაზის აბორიგენული ჯიშების ევროპულ ტექნოლოგიასთან შერწყმის შედეგად უნიკალური ღვინო მიიღება.

დღესდღეობით კახეთში მრავალი დიდი და მცირე ზომის ღვინის საწარმო ფუნქციონირებს. ამ ქარხნებში უმეტეს წილად ევროპული წესით დაყენებული ღვინო მზადდება. ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, გათვალისწინებულია ღვინის დამზადების უახლესი ტექნოლოგიები. დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება და ტოლს არ უდებს საუკეთესო ევროპულ ღვინოებს. მას მრავალი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე.

კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის ქარხნებში სპეციალურად დამთვალიერებლებისათვის მოწყობილია სადეგუსტაციო დარბაზები.

ყოველი წლის შემოდგომაზე, ყურძნის კრეფის - რთველი დასრულებისას იმართება "ღვინის ფესტივალი" - სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და მათს თვალწინ დამზადებული ქართული კერძებით.

შესაძლებელია როგორც კახური ტექნოლოგიით დამზადებული გლეხური ღვინის, ასევე ევროპული წესით დამზადებული ღვინის დაგემოვნება. იმართება სამღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობები. იმართება ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლეხები ოჯახში დაწურულ ღვინოს სთავაზობენ ფესტივალის სტუმრებს, ღვინის კომპანიები კი თავის ნაწარმით უმასპინძლდებიან.

             ჩურჩხელა საქართველოში
ვიკვლევთ:
საიდან წამოვიდა ჩურჩხელა?
არის თუ არა ის მხოლოდ ქართული პროდუქტი თუ არსებობს მსგავსი სხვა ქვეყანაში?
დამზადების ტექნოლოგია;
მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით„
რა განსხვავებაა დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქ.ჩურჩხელას შორის?

                             ჩურჩხელა


ჩურჩხელა ნამდვილად ქართული პროდუქტია!
ამაზე მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო მეტყველებს.
ჩურჩხელის დასამზადებლად საჭიროა ნიგოზი, რომელსაც ჭრიან ზომების მიხედვით.
ასევე საჭიროა ბადაგი. ბადაგს ამზადებენ ყურძნის წვენისგან. დაწურული ყურძნის წვენს დაადუღებენ სასურველ კონცენტრაციამდე, რის შემდეგაც ის შეიძლება ზამთარშიც გამოიყენონ.
ჩურჩხელის დასამზადებლად საჭიროა მაგარი ძაფი, რომელსაც სასურველ ზომაზე დაჭრიან. ნემსით, ამ ძაფზე სათითაოდ ასხავენ ნიგოზს მთელ სიგრძეზე და შემდეგ გაუკეთებენ საკიდს, რითაც ამოვლებულ ჩურჩხელას ხარიხაზე ჩამოკიდებენ. ასე მზადდება ნიგვზიანი ნახევარფაბრიკატი.
ბადაგს აურევენ ფქვილს და ცეცხლზე ათავსებენ. მას შემდეგ, რაც თათარა მოდუღდება და დაკარგავს ფქვილის გემოს, დაიწყებენ ძაფზე აცმული ნიგვზის მასში ამოვლებას. ამოვლების შემდეგ გაკიდებენ ხარიხაზე და ჰაერზე აჩერებენ მანამდე, სანამ არ გამოშრება კარგად.
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ავლებენ ნიგვზის და თხილის სქელ ჩურჩხელებს.ასევე, ტრადიციად აქვთ მოკლე ჩურჩხელის გაკეთება. მას გორგომიჭელას ეძახიან და აკეთებენ კაკლის მთლიანი გულისგან.
დასავლეთ საქართველოში, ასევე იციან ნიგვზის და თხილის ჩურჩხელები, ოღონდ თხელ თათარას ხარშავენ და პურის ფქვილის მაგივრად სიმინდის დქვილს იყენებენ. ორიგინალურია გოგრის თესლის ჩურჩხელაც, რასაც ხშირად აკეთებენ.
გურიაში ჩურჩხელას ჯანჯუხას ეძახიან.
ჩურჩხელა ძალზე კალორიული და ნოყიერი საკვებია. საქართველოში, ომში წასულ მეომრებს საკვებად ხშირად ატანდნენ მას.
საქართველოში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ჩურჩხელის გარეშე.
ჩურჩხელა პატარებისა და დიდების საყვარელი ნუგბარია

Wednesday, November 10, 2010

                                 ვაზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

?
ვაზი
Illustration Vitis vinifera0.jpg
Vitis vinifera
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:მცენარეები
ოჯახი:ვაზისებრნი
ლათინური სახელი
Vitis
ვაზის გავრცელების არეალი
2005grape.PNG
ვაზი (Vitis), მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.

გამრავლება 

ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.

              ჯიშები 


ყურძენი, გერმანული ჯიში
ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).
საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში. ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრალდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშებიდან - რიპარიაxრეპესტრის 3309, რიპარიაxრუპესტრის 3306, რიპარიაxრუპესტრის 101-14, ბერლანდიერიxრიპარია 420, ბერლანდიერიxრიპარია 5ბბ, შასლსxბერლანდიერი 41, რეპესტრის დულო და სხვა. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებას. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც გამოჰყავთ ვაზის ყინვაგამძლე, მავნებლებისა და დაავადებათა მიმართ იმუნური და სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის ახალი ჯიშები.

Tuesday, November 9, 2010

                       გრემი

გრემი
— ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:

                                ღვინო


       
  
ღვინოალკოჰოლური სასმელი წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.

                  ღვინის სახეობები 

კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.
თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინო, სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.
B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.
ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვე შუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.

                      კახეთის კავკასიონი


      
კახეთის კავკასიონი, კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი საქართველოს ფარგლებში. იწყება მწვერვალი დიდი ბორბალოდან და მთავრდება მწვერვალ ტინოვროსოსთან. ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება კახეთის კავკასიონის ალპურ ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი — მთისწინეთს. მოიცავს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობას (პანკისის ხეობა), ალაზნის მარცხენა შენაკადებისა და ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) აუზებს. აგებულია ძირითადად ქვედა და შუაიურული ასაკის თიხაფიქლებისა და ქვიშაქვების ინტენსიურად დანაოჭებული წყებებით. ქვემო კალთებზე აქა-იქ ცარცული სისტემის ნალექებია. მდინარეების დიდხევის, სტორისა და ლოპოტის ხეობებში გავრცელებულია პალეოზოური გრანიტოიდები, კრისტალური ფიქლები და მარმარილო. მთავარი წიაღისეულია მარმარილო (ლოპოტის), მინერალური სამკურნალო წყალი (თორღვას აბანოს). კახეთის კავკასიონის რელიეფში გაბატონებულია მთავარი ქედის მოკლე, ციცაბო, ეროზიული განტოტებები და მდინარეთა ღრმა გარდიგარდმო ხეობები. კახეთის კავკასიონის თხემური ზოლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერად თბილიდან დამთავრებული მაღალმთის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავით. მდინარეებს ახასიათებს წყალმოვარდნა და სელური ღვარები (ღვარცოფი), წყალდიდობა აპრილ-ივნისში, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. სუბალპურ და ალპურ ზონაში არის მცირე ზომის ტბები: გრძელი ტბა, ნახევარტბა, მართოთი და სხვა.
კახეთის კავკასიონის ქვემო კალთებზე მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ურევია წიფელი, წაბლი, ცაცხვი და სხვა. ზემო კალთებზე ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია რცხილა, ნაკერჩხალი და სხვა. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია კოლხეთისა დაჰირკანის მცენარეულობის რელიქტები: ძელქვა, ბზა, თალიშური სურო და სხვა. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, არის აგრეთვე ცირცელი, ბოკვი. უფრო ზემოთ (2400—2500 მ-იდან) მთის კორდიან და კორდიანტორფიან ნიადაგებზე გავრცელებულია სუბალპური და ალპური ბალახეულობა, რომელსაც იყენებენ საძოვრებად. ჩრდილოეთი ექსპოზიციის კალთებზე დეკიანებია. კახეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავიანი შერეული ფართოფოთლოვანი მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მის ტერიტორიაზე არის ლაგოდეხის, ბაწარისა და ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალები. კახეთის კავკასიონის მთავარ მდინარეთა ხეობების ქვემო ნაწილები ათვისებულია სამეურნეოდ.

                             კახელები


      
  
კახელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ კახეთის მხარის ტერიტორიაზე. კახელები საუბრობენ კახურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თვალსაზრისით კახელებს შორის ცალკე გამოყოფენ ქიზიყელებს და ინგილოებს. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან, დაახლოებით 500.000 ქართველი, კახური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომაგდენელია.

ვახუშტი ბაგრატიონი კახელებს ასე ახასიათებს:
"... ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი". "ქიზიყელები ამაყი ხალხია. ცოტაოდენს წყენასაც არავის არ დაუთმობენ და არავის ადვილად არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. სიტყვა-პასუხში, სიარულსა და მიხვრა-მოხვრაში ქიზიყელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბატონ-ყმობის უღელი კისერზე არა სდგომიათ და არ დაუჩაგრავს... როცა კარგად დააკვირდები, დარწმუნდები, რომ ესენი ნიჭიერი ხალხია".

                         კახეთის მეფეები

                                 კახეთი

  
კახეთი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.