ვაზი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვაზი | ||||
---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
| ||||
ლათინური სახელი | ||||
Vitis | ||||
ვაზის გავრცელების არეალი | ||||
გამრავლება
ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.ჯიშები
ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში. ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრალდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშებიდან - რიპარიაxრეპესტრის 3309, რიპარიაxრუპესტრის 3306, რიპარიაxრუპესტრის 101-14, ბერლანდიერიxრიპარია 420ა, ბერლანდიერიxრიპარია 5ბბ, შასლსxბერლანდიერი 41ბ, რეპესტრის დულო და სხვა. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებას. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც გამოჰყავთ ვაზის ყინვაგამძლე, მავნებლებისა და დაავადებათა მიმართ იმუნური და სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის ახალი ჯიშები.
No comments:
Post a Comment