ღვინო
ღვინის სახეობები
კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.
თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინო, სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.
B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.
ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვე შუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.
No comments:
Post a Comment