Thursday, November 11, 2010
ჩურჩხელა საქართველოში
ვიკვლევთ:
საიდან წამოვიდა ჩურჩხელა?
არის თუ არა ის მხოლოდ ქართული პროდუქტი თუ არსებობს მსგავსი სხვა ქვეყანაში?
დამზადების ტექნოლოგია;
მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით„
რა განსხვავებაა დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქ.ჩურჩხელას შორის?
ჩურჩხელა
ჩურჩხელა ნამდვილად ქართული პროდუქტია!
ამაზე მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო მეტყველებს.
ჩურჩხელის დასამზადებლად საჭიროა ნიგოზი, რომელსაც ჭრიან ზომების მიხედვით.
ასევე საჭიროა ბადაგი. ბადაგს ამზადებენ ყურძნის წვენისგან. დაწურული ყურძნის წვენს დაადუღებენ სასურველ კონცენტრაციამდე, რის შემდეგაც ის შეიძლება ზამთარშიც გამოიყენონ.
ჩურჩხელის დასამზადებლად საჭიროა მაგარი ძაფი, რომელსაც სასურველ ზომაზე დაჭრიან. ნემსით, ამ ძაფზე სათითაოდ ასხავენ ნიგოზს მთელ სიგრძეზე და შემდეგ გაუკეთებენ საკიდს, რითაც ამოვლებულ ჩურჩხელას ხარიხაზე ჩამოკიდებენ. ასე მზადდება ნიგვზიანი ნახევარფაბრიკატი.
ბადაგს აურევენ ფქვილს და ცეცხლზე ათავსებენ. მას შემდეგ, რაც თათარა მოდუღდება და დაკარგავს ფქვილის გემოს, დაიწყებენ ძაფზე აცმული ნიგვზის მასში ამოვლებას. ამოვლების შემდეგ გაკიდებენ ხარიხაზე და ჰაერზე აჩერებენ მანამდე, სანამ არ გამოშრება კარგად.
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ავლებენ ნიგვზის და თხილის სქელ ჩურჩხელებს.ასევე, ტრადიციად აქვთ მოკლე ჩურჩხელის გაკეთება. მას გორგომიჭელას ეძახიან და აკეთებენ კაკლის მთლიანი გულისგან.
დასავლეთ საქართველოში, ასევე იციან ნიგვზის და თხილის ჩურჩხელები, ოღონდ თხელ თათარას ხარშავენ და პურის ფქვილის მაგივრად სიმინდის დქვილს იყენებენ. ორიგინალურია გოგრის თესლის ჩურჩხელაც, რასაც ხშირად აკეთებენ.
გურიაში ჩურჩხელას ჯანჯუხას ეძახიან.
ჩურჩხელა ძალზე კალორიული და ნოყიერი საკვებია. საქართველოში, ომში წასულ მეომრებს საკვებად ხშირად ატანდნენ მას.
საქართველოში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ჩურჩხელის გარეშე.
ჩურჩხელა პატარებისა და დიდების საყვარელი ნუგბარია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment